სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 13 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მორიგ ტოლერანტობის კვირეულს უმასპინძლა. კვირეულის განმავლობაში უნივერსიტეტის კამპუსში ჩატარდა საჯარო ლექციები ასევე, გაიმართა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები სტუდენტების ჩართულობით.
საჯარო ლეცქიები ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: ტოლერანტურლი კულტურა საქართველოში, რელიგიური ტოლერანტობა, ტოლერანტობა ეთნიკური უმცირესობების მიმართ და სხვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას 2014 წელს ჩაუყარა საფუძველი, ნიშნად ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციისა. ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია „ტოლერანტობა თავისუფლებაა“.